გიტანას ნაუსედა – საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება – თუკი გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით

საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი , რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველო არის დიდი საკითხი. საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, თუკი გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.