რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სამ რეგიონში უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე წუხელ 13 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დრონები რუსეთის სამი ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 13 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: ექვსი – ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე, ოთხი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და სამი ბრიანსკის ტერიტორიის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, დრონებით თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ