ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან გაერთიანებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია სამხრეთ კორეას „მტრულ სახელმწიფოდ“ ოფიციალურად აღიარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გზების და რკინიგზის ჩრდილოეთ მონაკვეთების ბოლოდროინდელი განადგურება, რომლებიც ადრე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას აკავშირებდნენ, ჩრდილოეთ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული „გარდაუვალი და კანონიერი ზომა“ იყო, რომელიც „სამხრეთ კორეას მკაფიოდ განსაზღვრავს, როგორც მტრულ სახელმწიფოდ“.
„ამრიგად, ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად თქვა უარი სეულთან გაერთიანების იდეაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტო არ აკონკრეტებს დეტალებს ჩრდილოეთ კორეის შეცვლილი კონსტიტუციის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტყემალაძე – საპარლამენტო არჩევნების წინ, შემოთავაზებული დეკლარაციის ტექსტის მიღებამ, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, შეიძლება კონგრესის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს

კახა კალაძე ოპოზიციაზე – გადახაზეს და გადაღებეს ბანერები, სადაც ეწერა „არა ომს“, წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების განწყობა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან? – 26 ოქტომბერს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი!

გივი მიქანაძე – მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად – სუს-ის განცხადება პრევენციულია