შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თურქმენეთის ოფისის მხარდაჭერით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თურქმენეთის დელეგაცია წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის აპარატის, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეჯლისის (პარლამენტი) და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებით.
„დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ვიზიტის მიზანს სახალხო დამცველთან არსებულ, პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან (დეპარტამენტი) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლობის გაცნობა წარმოადგენდა.
ქართულმა მხარემ თურქმენეთის დელეგაციას ასევე დეტალურად გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მიმართ არსებული რეგულაციები, მათთვის განკუთვნილი სერვისები, დაკავებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და სხვ.
მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ