„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ შემოვლის პრინციპით, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” სა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, ინდივიდუალურ შეხვედრებზე დელეგატმა მოისმინა მოქალაქეთა საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
„ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი…”