ყველაფერს კარგს ველოდები, მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ასე არ მოხდება, მაშინ პასუხი “ქართულმა ოცნებამ” უნდა აგოს – პაატა მანჯგალაძე კანდიდატის სტატუსზე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება. შესაბამისად, საკითხი, თუ ვინ ჩაერთვება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციიდან, კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, თუმცა მისი განხორციელების სხვადასხვა გზაზე საუბრობენ.
პარტია სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა, თუ პასუხის საპირისპირო იქნება, სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.
“ყველაფერს კარგს ველოდები, მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ასე არ მოხდება, მაშინ პასუხი “ქართულმა ოცნებამ” უნდა აგოს. “ქართული ოცნება”, თუ აღიარებ იმას, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის განმხორციელებელი თვითონ იყო, თუ “ქართული ოცნება” აღიარებს, რომ კორუფციაში გახვეული და ანტიკორუფციულ პაკეტებს მიიღებს, მაშინ ვიფიქრებ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის შესახებ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი