იუსტიციის მინისტრი – მოსახლეობას ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს, რა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა საქართველოს საქმე – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშკარად გამოკვეთილი იყო ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა, აწამებდა პატიმრებს და რომლის ხელისუფლების დროსაც საქართველო საკმაოდ საშიში ტრაექტორიით ვითარდებოდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი გამოკვეთილი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას რაც შეეხება, მოსახლეობას ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა საქართველოს საქმე 2003 წლიდან 2012 წლამდე. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა, აწამებდა პატიმრებს, რომლის ხელისუფლების დროსაც საქართველო საკმაოდ საშიში ტრაექტორიით ვითარდებოდა.
კერძოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშკარად გამოკვეთილი იყო ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი. მე ხშირად ვსაუბრობ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის შედარებებზე. ვფიქრობ, პროგრესი ადამიანების უფლებების დაცვის, ეკონომის განვითარების მიმართულებით და ასევე, მთელ რიგ სხვადასხვა სფეროებში ცხადია. მხოლოდ იუსტიციის სახლების რაოდენობაზეც რომ ვიმსჯელოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი, დღეს უკვე გვაქვს 122. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებშიც გახსნა იუსტიციის სახლები“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მმთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს