განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „სკოლის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში“ კონფერენციას უმასპინძლა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ESTDEV) შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია თემაზე – „სკოლის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში“.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალურანდი მიესალმა.
„კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და შედეგები განიხილეს: შიდა ხარისხის გზამკვლევის პროექტები, ავტორიზაციის როლი განათლების ხარისხის განვითარებაში, ავტორიზაციის მიმართულებით არსებული ტენდენციები და ქვეყანაში ავტორიზაციის პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, ესტონეთის მოდელი ზოგადი განათლების მიმართულებით – გამოწვევები და წარმატებული მაგალითები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ, ესტონეთის ხარისხის სამსახურის (HAKA) ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ზოგადი განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრები, სკოლის დირექტორები, თბილისის რესურსცენტრების ხელმძღვანელები და ზოგადი განათლების მიმართულებით შერჩეული ექსპერტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ