გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 37 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, კამერონმა -ში მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის წინა დღეს უკრაინისთვის ზამთრის ჰუმანიტარული დახმარების ახალი, 29 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების პაკეტის და ასევე ჰუმანიტარული საქმიანობისთვის დამატებით 7.75 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
„აღნიშნული დაფინანსება არის დიდი ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების, 127 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაწილი, რომელიც უკრაინისა და რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული და რომლის შესახებ ქვეყანამ ივნისში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა“, – აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში.
მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ჯამური ღირებულება 9.3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს – ბრალდებულები შვილებს ბათუმში, მათ შორის ტურისტულ ადგილებში, მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ