ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები – “სამოქალაქო იდეის” ანგარიში

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი – ამ სათაურით ავრცელებს კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”.
როგორც კვლევის ავტორები წერენ, ანგარიშის მიზანია საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით აჩვენონ, რომ “მმართველი პარტია, მისი ბიზნეს ინტერესებითა და რუსული კავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და საფრთხეს წარმოადგენს”
მათი თქმით, ქართული ოცნების პრაქტიკულად ყველა დიდ შემომწირველს ორი რამ აკავშირებს ერთმანეთთან:
– სრული დამოკიდებულება რუსეთსა და რუსულ ბაზარზე; პრაქტიკულად ყველას აქვს ორმაგი – რუსული და ქართული მოქალაქეობა ან ჰყავს ს მოქალაქე დამფუძნებელი, თანამეწილე, ან დირექტორი.
– პირდაპირი კავშირი ს ოჯახთან