პრემიერის განკარგულებით ცესკო-ს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, მ 10 ოქტომბერს გამოსცა.
“საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – გიორგი კალანდარიშვილს”, – წერია კობახიძის განკარგულებაში.
დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, რა იგულისხმება “შესაბამის წინაპირობებში”. თუმცა, ირაკლი ს აქამდეც უსაუბრია სახელმწიფო თუ პარტიული მოხელეების პოტენციურ საფრთხეებზე.
მაგალითად, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, , წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებს ტყვიაგაუმტარ შუშას ამოფარებული მიმართავს. კობახიძის თქმით, ივანიშვილის, როგორც ქვეყანაში “მშვიდობის მთავარი გარანტის” მიმართ უსაფრთხოების მომეტებული რისკები არსებობს. ამ რისკების არსებობა მან “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” დაუკავშირა. სწორედ ასე მოიხსენიებენ “ქართული ოცნების” ლიდერები ოპოზიციურ პარტიებს ერთობლიობაში იმის ხაზგასასმელად, თითქოს ისინი არა დამოუკიდებელი სუბიექტები, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” განშტოებები არიან.
უფრო ადრე, კობახიძე საუბრობდა მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის მიმართ არსებულ საფრთხეებზე. მიმდინარე წლის მაისში ის ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. ფიცო ქუჩაში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
პრემიერ-მინისტრს გამოეხმაურა უნგრელი ევროპარლამენტარი, ოლივერ ვარჰეი, რომელმაც განაცხადა, რომ კობახიძემ მათი სატელეფონო საუბარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაასაჯაროვა, რაც არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.
ამის შესახებ დასმულ კითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი.
“ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიები ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე, ასევე წინასაარჩევნო გზავნილები მშვიდობის შენარჩუნების შესახებ ეფუძნება დაუსაბუთებელ მტკიცებას, თითქოს დასავლეთში არსებობს გლობალური ძალა, რომელსაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურს. ამისგან დაცვის გარანტიად მმართველი პარტია მოსახლეობას საკუთარ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, თავად ივანიშვილი კი ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობის მხარდაჭერას სთხოვს.