“თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ” – ბალოტელის პირობა “ჯენოას” მწვრთნელს

“ადანა დემირსპორის” ყოფილი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი დიდი ალბათობით, სერია A-ში დაბრუნდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით “ჯენოას” შეუერთდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ბალოტელიმ “ჯენოას” ხელმძღვანელობას პირობა მისცა, რომ თუ მას გაიფორმებდნენ, ძველებურად ათამაშდებოდა.
“თუ სერია A-ში დაბრუნების შესაძლებლობას მომცემთ, იქაურობას დავანგრევ”, – უთხრა ბალოტელიმ ალბერტო ჯილარდინოს.
ფორვარდის გადაბირებით დაინტერესებული პირადად გენუელთა მთავარი მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო გახლდათ. თუმცა “ჯენოას” ცუდი შედეგების გამო, შესაძლოა, იტალიელი გაათავისუფლონ და მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ხორხე სამპაოლო დაინიშნოს.

ასევე დაგაინტერესებთ