მთავრობამ ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა.
განკარგულება საქართველოს მთავრობის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული და მას 2024 წლის 10 ოქტომბერს აწერს ხელს.
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის No73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს.
2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა