ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობა შეუჩერდა

ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერდა. ინფორმაცია ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით დღეს მიიღეს.
ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership – OGP) -ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა.
საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა.
OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ორ წელიწადში ერთხელ წევრი ქვეყნები OGP-ის წარუდგენენ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მომზადებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც მთავრობის კონკრეტული ვალდებულებებია გაწერილი.