„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – რამდენიმე პედაგოგმა გადმოგვცა SMS-შეტყობინება, საიდანაც ჩანს, რომ ფოთიდან ზუგდიდში, ივანიშვილის გამოსვლაზე დასასწრებად პედაგოგთა გაგზავნას ორგანიზებას უწევდა ფოთის საკრებულოს წევრი

რამდენიმე პედაგოგმა გადმოგვცა SMS-შეტყობინება, საიდანაც ჩანს, რომ დან ზუგდიდში, ივანიშვილის გამოსვლაზე დასასწრებად პედაგოგთა გაგზავნას ორგანიზებას უწევდა ფოთის საკრებულოს წევრი და ამავე დროს, ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი, აგრესიულობითა და უპრინციპობით გამორჩეული ზაალ კვინჩია,- ამის შესახებ ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანიტა ჯოჯუამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე დემოკრატიის ყველა ნორმას არღვევდა.
„გუშინ, მორიგ პარტიულ ღონისძიებაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, შუშის კოლბიდან მიმართავდა სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან იძულებით მიყვანილ პედაგოგებს. რამდენიმე პედაგოგმა გადმოგვცა ის SMS-შეტყობინება, საიდანაც ჩანს, რომ ფოთში ამ პროცესს ორგანიზებას უწევდა აგრესიულობითა და უპრინციპობით გამორჩეული ზაალ კვინჩია – ეს არის ფოთის საკრებულოს წევრი და, ამავე დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი. რა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე უნდა ესაუბროს ის ახალგაზრდობას, როცა თავად არღვევს დემოკრატიის ყველა ნორმას. “ქართული ოცნების” ეს თავშეყრა კიდევ ერთხელ, ნათლად გვიჩვენებს მარცხთან მათ შეგუებას, რაც გარდაუვალია და ამას 26 ოქტომბერს დაადასტურებს ქართველი ხალხი”, – განაცხადა ანიტა ჯოჯუამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.