ლევან ცუცქირიძე – „ქართული ოცნება“ ბევრს საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა ვერასდროს გვექნება, თუკი სუსტი, იზოლირებული და მეგობრების გარეშე ვიქნებით

[ქვეყნის] ნამდვილი მშვიდობა არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარი და ძლიერი საქართველო – ამას ს პარტიასთან ერთად საქართველო ვერ შეძლებს, ამიტომ, 26-ში ისინი უნდა წავიდნენ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, დღეს საქართველოს ურთიერთობები ევროპულ სახელმწიფოებთან „კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე გადავიდა“.
„მინდა იმ საგარეო პოლიტიკურ ზიანზე ვისაუბრო, რასაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მშვიდობას, დემოკრატიასა და ევროპულ პერსპექტივას აყენებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ურთიერთობები ევროპულ სახელმწიფოებთან კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე გადავიდა. ამ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც თანამშრომლობის პროგრამების, გაერთიანებულ შტაბებს შორის კონსულტაციების, დახმარებისა და მინისტრებს შორის „უორდროპის დიალოგის“ შეჩერება გამოაცხადა. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
მინდა, უბრალოდ მოკლე ჩამონათვალი გაგაცნოთ იმ ზიანის, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირისა თუ თვეში მათი პოლიტიკის შედეგად მიადგა საქართველოს. თუნდაც 8 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველო დამატებით კიდევ 121 მილიონ ევროს დაკარგავს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იყო გამიზნული. 31 ივლისს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ -მ დახმარება საქართველოსთვის 95-მილიონ დოლარიანი შეაჩერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2024“ განუსაზღვრელი დროით გადაიდო. ვიცით, რომ ივლისში მ საქართველოს 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეაჩერა. ასევე, ევროკავშირმა 30 მილიონი ევროს დახმარება შეგვიჩერა.
„ქართული ოცნება“ ბევრს საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა ვერასდროს გვექნება, თუკი სუსტი, იზოლირებული და მეგობრების გარეშე ვიქნებით. ნამდვილი მშვიდობა არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარი და ძლიერი საქართველო. ამას სჭირდება განვითარება, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ეკონომიკის გაძლიერება. ამას ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ერთად საქართველო ვერ შეძლებს. ამიტომ, 26-ში ისინი უნდა წავიდნენ“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ შეყვანას ნიშნავს – ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას

შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა