პამელა ანდერსონის ექვსი ქორწინება: მსახიობი მორიგი განქორწინებისთვის ემზადება – Marao

სერიალიც კი გადაიღეს Playboy-ის ვარსკვლავ პამელა ანდერსონსა და Mötley Crüe-ს დრამერის ტომი ლის არასტაბილურ ურთიერთობაზე – ისინი ინტერვიუებში ხშირად საუბრობდნენ ვნებასა და სექსზე, არ ერიდებოდნენ თუნდაც ყველაზე პიკანტურ დეტალებზე საუბარს. 1995 წელს მოიპარეს მათი სეიფი, სადაც ინახებოდა ეროტიკული ფოტოები და ვიდეოები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მალევე გამოქვეყნდა.
1996 და 1997 წლებში წყვილს შეეძინათ ვაჟები ბრენდონი და დილანი. და მალე დიდი სკანდალი ატყდა – ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს ლიმ ძალა გამოიყენა ანდერსონზე. იმ საღამოს იგი ხელბორკილებით გამოიყვანეს საკუთარი სახლიდან. მსახიობმა განქორწინება მოითხოვა. ამის შემდეგ პემმა და ტომიმ რამდენჯერმე სცადეს ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს ყველაფერი ახალი უსიამოვნო ამბით მთავრდებოდა – ღალატი, ჩხუბი, ალკოჰოლიზმი, თავდასხმა. თავად მსახიობმა ერთხელ აღიარა, რომ ტომი ლის მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად თვლის.
ისინი შეხვდნენ 2001 წლის გაზაფხულზე. მოგვიანებით დაინიშნნენ უდაბნოში, ლას-ვეგასის მახლობლად, თუმცა მალევე დაშორდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ და საბოლოოდ დაქორწინდნენ 2006 წელს სენ-ტროპეში, საერთო მეგობრების იახტაზე. პამელას ცერემონიაზე თეთრი საცურაო კოსტიუმი ეცვა.
წყვილი 6-თვიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.
მათი პირველი ქორწილი 2007 წელს შედგა ლას-ვეგასში, ათი კვირის შემდეგ მსახიობმა განქორწინება მოითხოვა. 2013 წელს წყვილი ისევ დაქორწინდა – მალე განქორწინებისა და ქორწინების გაუქმების მოთხოვნის ახალი ტალღა დაიწყო. 2015 წლის აპრილში საბოლოოდ დასრულდა სერიული დრამა – მორიგი განქორწინების შედეგად პამელამ ყოფილისგან ერთი მილიონი დოლარი მიიღო.
მისი რჩეული 74 წლის პროდიუსერი, ჯონ პიტერსი იყო, თუმცა, მათი ქორწინება 12 დღიანი აღმოჩნდა.
საბოლოოდ პიტერსმა ანდერსონი ტყუილსა და შარლატანობაში დაადანაშაულა.