სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა
მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ს წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც ქვეყნისთვის სიკეთე არ სურთ, მათ შორის როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ რადიკალურ ოპოზიციაზე, ისე მათ უცხოელ მფარველებზე.
„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომელთაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარია როგორც გარედან მოქმედ ძალებზე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები.
მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულად, არიან ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა

საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ სატელიტებს, უნდა იცოდეს, რომ ბოროტმოქმედებას და დანაშაულს სჩადიან, მოეკითხებათ აუცილებლად

ამას ამბობს მამუკა ხაზარაძე, რომელმაც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უფრო მეტი ადამიანი გამოასახლა საქართველოში საკუთარი სახლიდან, ვიდრე პუტინის რეჟიმმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ერთად აღებული