გიორგი ანთაძე – აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე

მოახლოებული საპარლამენტო ს წინ საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ერთი თვის წინ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ“.
ამ განცხადებიდან ერთი თვეა გასული და ამ პერიოდში ბევრი რამ მოხდა. მხედველობაში მაქვს ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, შემდეგ ბუნდესტაგის რეზოლუცია. ამ რეზოლუციებს წინ უძღოდა ორპარტიული განცხადებები ვაშინგტონიდან, -ს სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატისა და კონგრესის საკმაოდ კრიტიკული შეფასებები.
ქვეყნის შიგნით მმართველი გუნდი რეგიონებში შეხვედრებს ატარებს, ხელისუფლების მხარდამჭერი მუსიკოსები რეგიონებში კონცერტებსაც ატარებენ, მაგრამ, გორში ივანიშვილის განცხადებამ რომ ქართველებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ოსებს, საზოგადოების უდიდეს ნაწილში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევები „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას აფიქსირებენ, „გორბის“ მტკიცებით, „ქართულ ოცნების“ რეიტინგი 59.5%-ა. თუმცა, რადგან, „გორბი“ ხელისუფლების პარტნიორად ითვლება, მათი კვლევების მიმართ ნდობა მაღალი
ახლაც ასე ფიქრობთ, როგორც ერთი თვის წინ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ“?
– მთავარია რას დავარქმევთ ტოტალურ მარცხს. თუ გახსოვთ ჩვენს წინა ინტერვიუში მე აღვნიშნე რომ „“ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დაახლოებით 35-40% იქნებოდა და ეს ჩემი აღქმები მალევე დადასტურდა კვლევებითაც. ვფიქრობ თუ რაიმე რადიკალური ცვლილება არ მოხდა პროცესებში რეალური მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ დაახლოებით ამ რიცხვის ირგვლივ უნდა იყოს. შესაბამისად ტოტალურ მარცხზე საუბარი ამ რეალობაში იქნებოდა თუ „ქართული ოცნება“ 30%-ზე ნაკლებს მიიღებდა. ალბათ უფრო უნდა ველოდოთ ოპოზიციის ჯამურ გამარჯვებას.
ისეთ კომპლექსურ გარემოში, რომელშიც ვართ, საუბარი „ქართული ოცნების“ ტოტალურ მარცხზე, ვფიქრობ ჯერ ნაადრევია
„ქართული ოცნების“ პოზიციები წაგების შემთხვევაშიც კი საკმაოდ მყარი იქნება არა ერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და ამ მდგომარეობის შეცვლას გარკვეული დრო და პროცესები დაჭირდება, რაც მეორეს მხრივ ოპოზიციის მხრიდან სწორ მიდგომებსა და კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. ამიტომ, ისეთ კომპლექსურ გარემოში, რომელშიც ვართ, საუბარი „ქართული ოცნების“ ტოტალურ მარცხზე, ვფიქრობ ჯერ ნაადრევია.
– 26 ოქტომბრამდე, ანუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღამდე სულ ნაკლები დრო რჩება.
თქვენ როგორ შეაფასებდით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებას? წლევანდელი არჩევნები რით განსხვავდება წინა არჩევნებისგან?
– როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური პროცესები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გარკვეული ციკლურობით გამოირჩევა. ვგულისხმობ, იმ ფაქტს რომ ესა თუ ის კონკრეტული არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და გარდამტეხი ხდება ქვეყნის განვითარებისთვის. ახლაც ასეთი შემთხვევაა.
სამწუხაროდ, როგორც წესი, ასეთი ისტორიული არჩევნები ნეგატიურ კონტექსტს იძენს იმ თვალსაზრისით, რომ ამომრჩევლის უმთავრესი ინტერესი არა კონკრეტული საარჩევნო დაპირებებია რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ, ან უსაფრთხოების საკითხებს ეხება, არამედ მოქმედი ხელისუფლების დამარცხებისკენ არის პირველ რიგში მიმართული.
სამწუხარო რეალობა გრძელდება, სადაც ოდესღაც ხალხის დიდი მხარდაჭერით მოსული მმართველი გუნდი თვითონ იქცევა იმ დრაკონად, რომელიც მოსაშორებელი. ახლაც ეს რეალობა დგას.
თუმცა, ასე მკაფიოდ არჩევნები არასდროს ყოფილა დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, მის გეოპოლიტიკურ შინაარსთან, ფუნდამენტური განვითარების ვექტორთან. აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი ასე. ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე.
ასე მკაფიოდ არჩევნები არასდროს ყოფილა დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, მის გეოპოლიტიკურ შინაარსთან, ფუნდამენტური განვითარების ვექტორთან
სწორედ ასე უნდა შეფასდეს ის ბოლო დროინდელი რიტორიკა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ არჩევანის პირდაპირ საბოტირებას ეწევა. როდესაც ყველა პარტნიორი მკაფიოდ გეუბნება, რომ არსებული მიდგომებით და გადაწყვეტილებებით ვშორდებით ევრო ატლანტიკურ სივრცეს, იზრდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური იზოლაციის და ს წინაშე მარტო დარჩენის საფრთხე, სხვანაირად ვერ შევაფასებ ასეთ მიდგომებს, თუ არა ვიწრო პარტიული დღის წესრიგით მოქმედებად.
დღეს ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფო სტრუქტურები, მისი აპარატი და საჯარო სექტორი აბსოლუტურად ფრუსტრირებულია. წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის ძალისხმევა აღმოჩნდა, რომ ეწირება გარკვეული ადამიანების ძალაუფლების წყურვილსა და ვნებებს.
წარმოიდგინეთ, რომ იგივე ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციაში გვიწერია და ყველა სტრატეგიულ დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაში, მისგან რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს ვისმენთ მმართველი გუნდის მხრიდან. ასეთ პირობებში როგორ უნდა განაგრძოს სახელმწიფო აპარატმა ნორმალური ფუნქციონირება? დაუშვებელია ასე დიდხანს გაგრძელება.
ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციაში გვიწერია და ყველა სტრატეგიულ დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაში, მისგან რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს ვისმენთ მმართველი გუნდის მხრიდან. ასეთ პირობებში როგორ უნდა განაგრძოს სახელმწიფო აპარატმა ნორმალური ფუნქციონირება? დაუშვებელია ასე დიდხანს გაგრძელება
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს არჩევნები ისევ გარდამტეხ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის ნორმალურ, დემოკრატიული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად.
– ევროკავშირისა და აშშ-ს მიმართ მმართველი გუნდის დამოკიდებულება სულ უფრო გაუგებარი ხდება. არადა, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი, რომელშიც წერია რომ ქვეყნის საგარეო ამოცანაა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ამ არჩევნებზე არასდროს ყოფილა ასე მკვეთრად შიდა არჩევნები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული. მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართულ ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, მას აღარ დარჩა რესურსი დაალაგოს ურთიერთობები ვაშინგტონთან და ბრიუსელთან. ამ თემაზე გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა – „არ გეგონოთ, თუ ევროკავშირს ზურგს შეაქცევთ, ჩვენ უკან გამოგეკიდებით და დაბრუნებას შეგეხვეწებით“. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამგვარი განცხადებები, რეზოლუციები რას შეიძლება ნიშნავდეს?
თუ ყველაფერი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურს უკავშირდება, სავარაუდოდ, საით მიჰყავს ქვეყანა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“?
– თქვენს მიერ მოყვანილი განცხადების კიდევ უფრო კარგად გასაგებად აუცილებელია არსებული გლობალური კონტექსტი შევაფასოთ. რუსეთ-უკრაინის ომის ბედმა უნდა გადაწყვიტოს საერთაშორისო ურთიერთობების და წესრიგის საკითხები, ასევე მისი შედეგებით განისაზღვრება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც აუცილებლად შავი ზღვის რეგიონსაც შეეხება. ათწლეულების განმავლობაში დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის ფონზე როგორც არ უნდა დასრულდეს ომი, დასავლეთს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოუწევს. ასევე დღის წესრიგში დგას ევროპულ ოჯახში საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ინტეგრირების საკითხი.
ანუ, საზრუნავი ძალიან ბევრია, და თუ საქართველო მისი შიდაპოლიტიკური გაუგებრობების გამო, გნებავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად მოწყდება ამ პროცესებს და ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი გაიყინება, აღარავინ ‘ჩამოგეკიდება კისერზე“. მარტივად გვეტყვიან, რომ თქვენი დრო არ გვაქვს, ისედაც უამრავი საზრუნავია. ამიტომ შეიძლება ევროპული მატარებელი დიდი ხნით დაგვემშვიდობოს. ეს არა მარტო ზოგადი პროცესებიდან იკითხება, ჩვენს პარტნიორებთან პირად საუბრებში ითქმის პირდაპირ.
თუ საქართველო მისი შიდაპოლიტიკური გაუგებრობების გამო, გნებავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად მოწყდება ამ პროცესებს და ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი გაიყინება, აღარავინ ‘ჩამოგეკიდება კისერზე“. მარტივად გვეტყვიან, რომ თქვენი დრო არ გვაქვს, ისედაც უამრავი საზრუნავია. ამიტომ შეიძლება ევროპული მატარებელი დიდი ხნით დაგვემშვიდობოს. ეს არა მარტო ზოგადი პროცესებიდან იკითხება, ჩვენს პარტნიორებთან პირად საუბრებში ითქმის პირდაპირ
ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენს გასატარებელ რეფორმებს სხვა ვერ იზამს ჩვენს მაგივრად. ამიტომ თუ პროცესები საქართველოში შეჩერდა, გარედან კალთებს აღარავინ დაგვახევს ამის გამო.
სწორედ ამას ნიშნავს თქვენს მიერ მოყვანილი ციტატა. ყოველივეს შედეგი კი იქნება ქვეყნის თანდათან იზოლაცია ტრადიციული დასავლური ინსტიტუტებისა და პარტნიორებისგან. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ გლობალური პროცესების შედეგად სამყაროში ორი მთავარი ბანაკი ყალიბდება სადაც დემოკრატიული სამყარო უპირისპირდება ავტორიტარულს. ჩვენ დღეს არსებული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში სწორედ მეორე ბანაკში აღმოვჩნდებით.
უკრაინის ომის დასასრულმა შეიძლება ახალი ტიპის რკინის ფარდა ჩამოუშვას ევროპის თავზე დემოკრატიის დასაცავად და სად ვიქნებით ჩვენ ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ასე დაზიანებული საგარეო პოლიტიკური იმიჯისა და პოზიციის გამოსწორება ვერ მოხდება მარტივად, არც ტრამპის გამარჯვების იმედად „ქართული ოცნების“ ყოფნა არის სერიოზულად განსახილველი.
საბოლოო ნიშნით ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი საქართველოს სტრატეგიული მარტოობის განმტკიცება იქნება, რაც ძალიან საშიშია. მარტო დარჩენილ საქართველოში დემოკრატია ვერ გადარჩება და შედეგად მივიღებთ ავტოკრატიისა და ოლიგარქიული მმართველობის მახინჯ ნაზავს, რისი ნიშნებიც ახლაც თვალში საცემია.
ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი საქართველოს სტრატეგიული მარტოობის განმტკიცება იქნება, რაც ძალიან საშიშია. მარტო დარჩენილ საქართველოში დემოკრატია ვერ გადარჩება და შედეგად მივიღებთ ავტოკრატიისა და ოლიგარქიული მმართველობის მახინჯ ნაზავს, რისი ნიშნებიც ახლაც თვალში საცემია
სწორედ აქეთ მიჰყავს ქვეყანა მის ამჟამინდელ მმართველ გუნდს.
– იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება ევროპაში ში რუსეთის შეჭრის გამო, ასევე აშშ-ში მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საქართველოს შეცვლილი საგარეო კურსი რა საფრთხეებს შეიცავს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში?
– საერთაშორისო ურთიერთობების რთულ სისტემაში მცირე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა გლობალურ ძალებთან ურთიერთობების სათანადო მართვა. საქართველოს შემთხვევაში ეს მოითხოვს დიპლომატიურ ხელოვნებასა და ბალანსს, რომელიც ეროვნული ინტერესების დაზიანების გარეშე რუსეთთან, დასავლეთთან, რეგიონულ ქვეყნებთან და ჩინეთთან ურთიერთობებისათვის არის საჭირო.
საერთაშორისო ურთიერთობების რთულ სისტემაში მცირე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა გლობალურ ძალებთან ურთიერთობების სათანადო მართვა. საქართველოს შემთხვევაში ეს მოითხოვს დიპლომატიურ ხელოვნებასა და ბალანსს, რომელიც ეროვნული ინტერესების დაზიანების გარეშე რუსეთთან, დასავლეთთან, რეგიონალურ ქვეყნებთან და ჩინეთთან ურთიერთობებისათვის არის საჭირო
ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობის ქვეყნისათვის სტრატეგიული მარტოობა ნიშნავს გაზრდილ საგარეო საფრთხეებსა და ზოგადად სისუსტეს. გამორიცხულია ასეთი ეკონომიკით ჩვენ თანამედროვე გამოწვევებს მარტოდ გავუმკლავდეთ. ვერც ნეიტრალიტეტი იქნება ამ მხრივ რაიმეს გარანტია. მითუმეტეს როდესაც ისტორიულად ნეიტრალიტეტი სამხედრო ხარჯების მხრივ ძალიან ძვირი ფუფუნებაა. ამის ფონზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და რიტორიკა, რომლის შედეგიც როგორც ვთქვი, საქართველოს ისტორიული მეგობრებისა და დასავლელი პარტნიორების გარეშე დატოვება იქნება, ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ასუსტებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას და ქმნის ქვეყნის მოსკოვთან ერთი ერთზე დარჩენისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა და რიტორიკა, რომლის შედეგიც როგორც ვთქვი, საქართველოს ისტორიული მეგობრებისა და დასავლელი პარტნიორების გარეშე დატოვება იქნება, ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ასუსტებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას და ქმნის ქვეყნის მოსკოვთან ერთი ერთზე დარჩენისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს
უახლოეს ისტორიაში რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა სუსტი უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემების მქონე სახელმწიფოები საკუთარი გავლენის გასაფართოებლად. საქართველოს უახლოეს ისტორიულ გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, ამის ნათელი მაგალითებია მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა.
ამ ქვეყნის უახლოესი ისტორიაც ცხადყოფს, რომ რუსეთი იყენებს მრავალფეროვან სტრატეგიებს – ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებიდან დაწყებული, ეკონომიკური ზეწოლით დამთავრებული – რათა გაიმყაროს კონტროლი სუსტი უსაფრთხოების სისტემების მქონე მეზობელ სახელმწიფოებზე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძლიერი თავდაცვის სისტემების და საერთაშორისო ალიანსების მნიშვნელობას პატარა ქვეყნებისთვის. ასეთ ფონზე კი დასავლეთის გარეშე დარჩენილი საქართველო ვისი დახმარების და თანადგომის იმედზეა? რით მოხდება ამ მოწყვლადობის კომპენსირება?
ამასთან, ისტორია გვიჩვენებს, რუსეთი პირველ რიგში თავს ესხმის სუსტებს და დღეს არსებული პოლიტიკა ვერ იქნება მშვიდობის შენარჩუნების გარანტია, რითაც ასე ამაყობს მმართველი გუნდი.
მაგალითად, საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთის რევოლუციის ჩახშობიდან 1956 წელს და პრაღის გაზაფხულიდან 1968 წელს, უფრო ახლო პერიოდის ინტერვენციებამდე საქართველოში (2008) და უკრაინაში (2014-დღემდე), რუსეთმა აჩვენა მიდრეკილება, მოახდინოს თავისი გავლენის პროეცირება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ის აღიქვამს როგორც მოწყვლად ან იზოლირებულს.
რუსეთი პირველ რიგში თავს ესხმის სუსტებს და დღეს არსებული პოლიტიკა ვერ იქნება მშვიდობის შენარჩუნების გარანტია, რითაც ასე ამაყობს მმართველი გუნდი
ის, რომ რუსეთი სუსტ სახელმწიფოებზე ცდილობს საკუთარი გავლენის გავრცობას პირველ რიგში უკრაინის 2014 წლის მაგალითზე გამოჩნდა. მოსკოვის აღქმა ეფუძნებოდა წარმოდგენებს, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო, მისი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობით ადვილი სამიზნე იქნებოდა. ამ ომის ნებისმიერი სცენარის დასრულების შემდგომ მოსკოვიდან ხელახალი აგრესიის საფრთხე ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისევ იქნება. ამიტომ არის უკრაინელების ბრძოლა მნიშვნელოვანი და ამიტომ მაქსიმალურად უნდა დამარცხდეს რუსეთი.
თუმცა, გავიმეორებ, ჩვენს წინაშე მოსკოვიდან მომდინარე გამოწვევები ამით მაინც არ გაქრება. ასეთ დროს, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ამა თუ იმ ხელისუფლებამ გააკეთოს, ეს ქვეყნის იზოლირებაა. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი მხოლოდ სამხედრო სიძლიერე არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიურ გავლენას, ეკონომიკურ მდგრადობას და სტრატეგიულ ალიანსებს.
დასავლეთთან ძლიერი ურთიერთობების მნიშვნელობა ამ მხრივ თბილისისთვის გადამწყვეტიც შეიძლება იყოს. დასავლური დემოკრატიები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრები გვთავაზობენ მნიშვნელოვან დიპლომატიურ, ეკონომიკურ და პოტენციურად სამხედრო მხარდაჭერას. ეს ალიანსები წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს შემაკავებელ ფაქტორს რუსული აგრესიის წინააღმდეგ და უზრუნველყოფს მის გავლენის საპირწონეს რეგიონში. ასე, რომ მოკლევადიან და გრძელვადიან პირობებში დღევანდელი საგარეო პოლიტიკის შენარჩუნება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა.
– ხელისუფლების ოპონენტები მრავლად მონაწილეობენ 2024 წლის არჩევნებში. მათ შორის ისეთი ტიპის ოპოზიციაც, რომლის ელექტორატი, ნაწილობრივ „ქართული ოცნების“ ელექტორატიცაა. ყოველ შემთხვევაში, მმართველმა ძალამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ამომრჩეველიც მისი ელექტორალურ ბაზაში აღმოჩენილიყო.
რადგან ასეა, როცა ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებზე მოგვიწევს საუბარი, რომლებიც ხელისუფლებასთან ღიად არიან დაპირისპირებული. მხედველობაში მაქვს, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გვარამია-მელია-ხოშტარია- „გირჩი“ მეტი თავისუფლება და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“. პოლიტიკურ ველზე რომ ყველა აქტიურობს, ვხედავთ.
ოპოზიციის ამომრჩეველი რომ ძირითადად პროდასავლურად განწყობილი ამომრჩეველია, ფაქტია. თქვენ როგორ შეაფასებდით, ამ პოლიტიკური ჯგუფების წინასაარჩევნო კამპანიას? შეძლეს მათ ამომრჩევლის იმაში დარწმუნება, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ ალტერნატივა?
– ადრე აღვნიშნე და უნდა გავიმეორე რომ ზოგადად, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს საზოგადოებრივი მოჭიდება საკუთარ ამომრჩეველთან სერიოზულად აკლია და ეს ბევრჯერ დამტკიცდა. მას მუდმივად უჭირს რეალური პრობლემების ირგვლივ იმდაგვარი დღის წესრიგის შექმნა, რაც გაზრდიდა ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მხარდაჭერას და ეფექტურ საარჩევნო შედეგებში ასახავდა ამას.
მოსახლეობის არა ერთი მოწყვლადი ჯგუფი ყურადღების მიღმაა დატოვებული. ეს ხალხი ვერ გრძნობს თანადგომას ვერც ხელისუფლების მხრიდან და ვერც მნიშვნელოვან ინტერესს ხედავს ოპოზიციიდან. თუმცა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ხელი შეუწყო ოპოზიციური სპექტრის გამოცოცხლებას და მიდი უდიდესი ნაწილი გაერთიანებას.
უნდა გვახსოვდეს ამ პროცესში ქალბატონ პრეზიდენტის როლიც, ვეჭვობ მის გარეშე დღეს არსებული წინა საარჩევნო შეთანხმებები გაჭირდებოდა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ კონკრეტულ არჩევნებში საგარეო პოლიტიკური საკითხების მნიშვნელობაზე, შესაბამისად ოპოზიციის წინასაარჩევნო მთავარი გზავნილი იმეორებს პრეზიდენტის მიწოდებას, რომ ეს არის პირველ რიგში რეფერენდუმი ქვეყნის სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ.
საკუთარ „პოლიტიკურ ეგოზე“ მაღლა დგომის უნარის დემონსტრირება იქნება აუცილებელი პროცესებში ჩართული ყველა აქტორის მხრიდან. ს ინიციატივები და პირველ რიგში ქარტია ამის კარგი საშუალებაა
ამის მერე მოდის უკვე ის კონკრეტული დაპირებები რომლებიც ამა თუ იმ პარტიას გააჩნია. პარტიათა დაპირებების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკას ეხება, ის რაც მწვავედ აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, თუმცა ამ ეკონომიკური დაპირებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი ცხოვრებაში რეალიზაცია მარტივი არ იქნება.
გარდა ამისა, დღევანდელმა შიდა პოლიტიკურმა სიტუაციამ, შექმნა იმის პირობები რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი, უმთავრესად კი ოპოზიცია, გაიზარდოს პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. მოახდინოს უკეთ დიალოგისა და შეთანხმების უნარების დემონსტრირება. საუბარი კოალიციურ მმართველობასა და დიდ შეთანხმებებზე ამის გარეშე ვერ გამოვა. ანუ, პროცესი ერთის მხრივ პოლიტიკური გაჯანსაღების საშუალებასაც იძლევა.
ამისათვის საკუთარ „პოლიტიკურ ეგოზე“ მაღლა დგომის უნარის დემონსტრირება იქნება აუცილებელი პროცესებში ჩართული ყველა აქტორის მხრიდან. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივები და პირველ რიგში ქარტია ამის კარგი საშუალებაა.
– ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე აქტუალური თემაა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნებამდე ერთი თუ ორი დღით ადრე იგი დაასახელებს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პრემიერის კანდიდატურას.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამ თემაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები კი მიმდინარეობს, მაგრამ, ოპოზიციურ ძალების ლიდერების უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი „ქართული ქარტიის“ ერთგული არიან, მაგრამ, უმჯობესი იქნებოდა ამ თემაზე პრეზიდენტთან არჩევნების შემდეგ ემსჯელათ.
მიუხედავად ამისა, ახლა არის მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი მომავალი ტექნიკური მთავრობის პრემიერის ვინაობას დაასახელებს. პრეზიდენტის მიერ ტექნიკური მთავრობის პრემიერის ვინაობის დასახელება რამდენად წაადგება ოპოზიციის მიზანს დაამარცხოს „ქართული ოცნება?
– ვფიქრობ ამ შემთხვევაში მედალს ორი მხარე აქვს. არის დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. ეს ყოველივე კი ზემოთ ჩემს მიერ ნახსენებ პოლიტიკური კულტურის დონესაც უკავშირდება. ვფიქრობ პრეზიდენტს გარკვეულ წილად ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლებს არჩევნების შემდგომ ოპოზიცია დროულად შეთანხმებას ძირეულ საკითხებზე, მათ შორის პრემიერობის კანდიდატზე და მთავრობის წევრებზე.
ამ მხრივ წინა საარჩევნოდ ტექნიკური მთავრობის და პრემიერობის კანდიდატის წარდგენა გარკვეულ გამოსავალს წარმოადგენს, თუმცა მე ვფიქრობ ამდაგვარ სცენარში თვითონ პრეზიდენტის კანდიდატურა იქნებოდა ყველაზე მისაღები, და მისი როგორც პრემიერობის კანდიდატზე პროპაგანდის შეტევაც ვერ იქნებოდა ახალი და წარმატებული.
იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბაშვილი თვითონ არ დააყენებს საკუთარ თავს ამ ტექნიკური მთავრობის მეთაურად, მაშინ აჯობებს პროცესები არჩევნების შემდგომ განვითარდეს
თუმცა, ასეთ მოდელში გამოდის რომ ოპოზიციას არჩევნებში მიღებული პოლიტიკური ნდობის თარგმნის საშუალება იმთავითვე არ ექნება მთავრობის კომპლექტაციის მხრივ. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბაშვილი თვითონ არ დააყენებს საკუთარ თავს ამ ტექნიკური მთავრობის მეთაურად, მაშინ აჯობებს პროცესები არჩევნების შემდგომ განვითარდეს. ეს ერთის მხრივ საშუალებას არ მისცემს „ოცნებას“ არჩევნებამდე „გააშავოს“ ეს ტექნიკური მთავრობა თუ პრემიერობის სხვა კანდიდატი და მეორეს მხრივ ოპოზიციას ექნება საშუალება საზოგადოებას აჩვენოს გაზრდილი პოლიტიკური კულტურა და უნარი, რომ მას ქვეყნისათვის ასეთ საჭირბოროტო ჟამს შეუძლია ურთიერთ შეთანხმება. ამიტომ ორივე სცენარს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.
ვფიქრობ არსებული რეალობიდან გამომდინარე ოპტიმალური გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ქართულ პოლიტიკურ რეალობას შეუჩვეველ პრემიერობის კანდიდატს გაუჭირდება პროცესების მართვა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვინაიდან მნიშვნელოვანი რისკებისა და გამოწვევების ახალი ეტაპი დაიწყება.
– გვერდს ვერ აუვლით ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ჩატარებულ შეხვედრას ამომრჩევლებთან.
ზუგდიდში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრა სხვა მსგავსი შეხვედრებისგან ბევრით არაფრით განსხვავდებოდა. თუმცა, იყო მოლოდინი, რომ გორში გაკეთებული განცხადების მსგავსად ივანიშვილი აფხაზებს ზუგდიდიდანაც მიმართავდა. როგორც ჩანს, მოსკოვში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არ მოუწონეს, ამის დასტური გახლდათ ლავროვის განცხადება, რომ „საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან უნდა მოძებნოს საერთო ენა“, რაც ავტომატურად ნიშნავს რომ თბილისმა 2008 წლის შემდეგ დამდგარი „ახალი რეალობა“ აღიაროს, რადგან „სამხრეთ ოსეთის სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება“.
ამის შემდეგ, 30 სექტემბერს პუტინმა აფხაზეთს 31 წლის წინანდელი გამარჯვება მოულოცა. შემდეგ, სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ თქვა, – თუ ქართველები ბოდიშს მოიხდიან, შერიგებისთვის კარგი საფუძველი იქნებაო. თან თბილისისაგან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა და იქვე თქვა – „ს სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება“. ზუგდიდში გამოსვლისას ივანიშვილმა თქმა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად „იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დღეისათვის გვაქვს“.
ასეთ ფონზე, თქვენ როგორ შეაფასებდით, აფხაზეთთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებას?
– ნამდვილად დავეთანხმებოდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე მსჯელობისას არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ.
რეალობა კი გვეუბნება, რომ რუსეთის ინტერესები რეგიონში და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცვლელია. ყველა მათი განცხადება და ქმედება ამაზე მეტყველებს. არც აფხაზების ან ოსების მხრიდან მოგვისმენია რაიმე განსხვავებული. შესაბამისად, ამ რეალობაში საქართველოსათვის მისაღები ფორმით მოსკოვი არ დაუშვებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
რეალობა კი გვეუბნება, რომ რუსეთის ინტერესები რეგიონში და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცვლელია. ყველა მათი განცხადება და ქმედება ამაზე მეტყველებს. არც აფხაზების ან ოსების მხრიდან მოგვისმენია რაიმე განსხვავებული. შესაბამისად, ამ რეალობაში საქართველოსათვის მისაღები ფორმით მოსკოვი არ დაუშვებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
იმის გამეორება, რომ კონსტიტუცია მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, სპეკულაციას წარმოადგენს, ვინაიდან თუ საუბარია საქართველოს ახლებურ ტერიტორიულ მოწყობაზე, ფედერაციული და კონფედერაციული მოწყობა რუსებისათვის მისაღები ფორმით, მიუღებელი იქნება ჩვენთვის და პირდაპირ დაემუქრება არ აღიარების პოლიტიკასაც. ამ ყოველივეს ფონზე დეტალური შინაარსის გარეშე, ქართული „ოცნების მხრიდან“ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბარი და აპელირება ბუნდოვან შესაძლებლობის ფანჯარაზე, მხოლოდ წინა საარჩევნო მანიპულირებას წარმოადგენს.
თუ საუბარია საქართველოს ახლებურ ტერიტორიულ მოწყობაზე, ფედერაციული და კონფედერაციული მოწყობა რუსებისათვის მისაღები ფორმით, მიუღებელი იქნება ჩვენთვის და პირდაპირ დაემუქრება არ აღიარების პოლიტიკასაც. ამ ყოველივეს ფონზე დეტალური შინაარსის გარეშე, ქართული „ოცნების მხრიდან“ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბარი და აპელირება ბუნდოვან შესაძლებლობის ფანჯარაზე, მხოლოდ წინა საარჩევნო მანიპულირებას წარმოადგენს
რუსეთი არ დათმობს ასეთ მნიშვნელოვან ბერკეტებს საქართველოს სასარგებლოდ, თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა თვითონ მოსკოვში. უახლოეს პერსპექტივაში დღევანდელი მოცემულობა უცვლელი დარჩება.
– მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებს „არ მოაპარვინებს“.
რუსეთის დაზვერვის უფროსმა ბატონმა პატრუშევმა, ამას წინათ საქართველოს თემაზე ვრცლად ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს,, მაგრამ, ისიც თქვა, რომ დასავლეთი საქართველოში რევოლუციისთვის ემზადება. მან ასევე პრაქტიკულად გვითხრა ირიბად, რომ რუსეთი საქართველოშია და სიტუაციას აკონტროლებს.
გაქვთ განცდა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ გადაინაცვლებს? მოსკოვისთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ძალის გამოყენებით არ ჩაერევა? თუ კი, სავარაუდოდ, როგორ?
– რუსეთი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მონაწილე საქართველოში ხელისუფლებების ცვლილების და მასთან დაკავშირებული პროცესების. გავიხსენოთ იგივე და აჭარიდან ასლან აბაშიძის წასვლა. მისი ფაქტორი ამიტომ არ მოიხსნება ჩვენთვის სანამ ჩვენი მეზობელია და ისეთი სახელმწიფოა როგორიც არის. ამიტომ უკრაინის ომის შედეგების მიუხედავად, ჩვენ რუსეთთან სათანადო პოლიტიკის ჩამოყალიბება მოგვიწევს, გვინდა თუ არ გვინდა.
რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში საქართველო „რომის პაპზე კათოლიკე არ უნდა იყოს“, ეს საფრთხის შემცველია ჩვენთვის. თქვენი შეკითხვების ჭრილში უმთავრესი საკითხი იქნება მოსახლეობაში არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის განცდა. დიახ, ვითარება გვაქვს საკმაოდ რთული თუმცა, საქართველოში რაიმე რევოლუციური სცენარის შანსი ჩემი აზრით, მინიმალურია. პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება, პრობლემური იქნება რეგიონის ყველა ძალის ცენტრისათვის.
ვითარება გვაქვს საკმაოდ რთული თუმცა, საქართველოში რაიმე რევოლუციური სცენარის შანსი ჩემი აზრით, მინიმალურია. პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება, პრობლემური იქნება რეგიონის ყველა ძალის ცენტრისათვის
არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევის მცდელობა გარკვეულ მიღწევადი პოლიტიკური შედეგების გათვლას უნდა ეყრდნობოდეს, იმისათვის რომ იგი ამის გაკეთებას შეეცადოს.
თუ არჩევნები იმდენად გაყალბდა და რომ, მოსახლეობა დარწმუნდა იმაში რომ მას წაართვეს ხმა, ასეთ შემთხვევაში აქ დაწყებულ პროტესტს ვერც დასავლეთი და ვერც რუსეთი ვერ შეაჩერებს, სხვა საქმეა როგორ წარმართავს ამ პროცესებს ოპოზიცია. ჯამში რევოლუცია არ ჭირდება ამ ქვეყანას. ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა აჩვენოს, რომ ყველანაირი არეულობის გარეშე აქვს უნარი მიიღოს არჩევნების შედეგები. ოღონდ ამისთვის, ბუნებრივია აუცილებელია ხალხს არჩევანი და ხმა არავინ წაართვან.
თუ არჩევნები იმდენად გაყალბდა და რომ, მოსახლეობა დარწმუნდა იმაში რომ მას წაართვეს ხმა, ასეთ შემთხვევაში აქ დაწყებულ პროტესტს ვერც დასავლეთი და ვერც რუსეთი ვერ შეაჩერებს, სხვა საქმეა როგორ წარმართავს ამ პროცესებს ოპოზიცია
მოსკოვიდან სამხედრო აგრესიის განხორციელების რისკი მინიმალურია. ჯერ ეს ერთი ამისათვის საკმარისი ძალები მას არ გააჩნია და ვერ ეყოლება უახლოეს მომავალში, თანაც ამდაგვარ ჩარევას შესაბამისი პოლიტიკური შედეგის დამყარება უნდა მოჰყვეს, ანუ პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარება. უნდა კი „ქართულ ოცნებას“ რუსეთის შემომყვანი ძალის მანტია? სადაა ჯამში გამარჯვების გარანტია გრძელვადიან პერსპექტივაში? ამიტომ არ მგონია პირდაპირი აგრესიის რისკი მნიშვნელოვნად მაღალი.
რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის არეულობას, ეს მოსალოდნელია, მითუმეტეს ამისათვის საკმარისი ინფრასტრუქტურა აქვს მოსკოვს საქართველოში, პირველ რიგში აქ მცხოვრები ათასობით რუსის პირობებში. პირადად მე მიმაჩნია, რომ მოსკოვი აქ არჩევნების ნებისმიერ შედეგებს მიიღებს, ვინაიდან ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს პროდასავლური კურსის საბოლოო გამარჯვებას. არჩევნების შემდგომ მთავრობა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იქნება.
მოსკოვიდან სამხედრო აგრესიის განხორციელების რისკი მინიმალურია. ჯერ ეს ერთი ამისათვის საკმარისი ძალები მას არ გააჩნია და ვერ ეყოლება უახლოეს მომავალში, თანაც ამდაგვარ ჩარევას შესაბამისი პოლიტიკური შედეგის დამყარება უნდა მოჰყვეს, ანუ პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარება. უნდა კი „ქართულ ოცნებას“ რუსეთის შემომყვანი ძალის მანტია?
ამას მოსკოვი ეცდება ხელოვნური გამოწვევებიც დაუმატოს, პირველ რიგში ეკონომიკურ ჭრილში. მაგალითად, რომ შეზღუდოს მარცვლეულის იმპორტი საქართველო ფაქტობრივად ხორბლის გარეშე დარჩება. ან რომ მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების, მაგალითად, სამაჩაბლოს ანექსია?! სხვა სცენარებიც არის. ახალ ხელისუფლებას მსგავსი სცენარების წინასწარ გათვლა და პრევენცია დასჭირდება. ამისათვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების სწრაფი დალაგება იქნება უმნიშვნელოვანესი. სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში ოპოზიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ სრული კარტ ბლანში მიეცემა ამტკიცოს თავისი „სიმართლე“ რიტორიკით – „ხომ გეუბნებოდით და გაფრთხილებით?!“. ამიტომ პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან დიდი სიფრთხილის, წინდახედულობის და მაღალი პოლიტიკური კლასის დემონსტრირების დრო დგება. შეძლებს კი ის ამას? დრო გვიჩვენებს.
პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან დიდი სიფრთხილის, წინდახედულობის და მაღალი პოლიტიკური კლასის დემონსტრირების დრო დგება. შეძლებს კი ის ამას? დრო გვიჩვენებს
– ახლა ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ, ანუ 27 ოქტომბერს. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში რას ურჩევდით საქართველოს პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს?
– ჩვენს მოქალაქეებს და არა მარტო მათ, ვურჩევდი აქტიური სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას და მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირებას. არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მაჩვენებელი ამ არჩევანის დაცვის საუკეთესო გზაა. ჩვენი ქვეყნის ბედი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაბრუნდეს მისი მოქალაქეების ხელში. ჩვენ ვიმსახურებთ რომ გვქონდეს სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვითაც შეიცვლება მთავრობები.
ამისათვის დღეს აუცილებელია ერთ პარტიული სისტემის საბოლოო მოშლა და ამ თვალსაზრისით ოპოზიციის მხრიდან დაპირებული რეფორმების გატარება და „ქართული ქარტიის“ პირობების შესრულება, რომელთა გარეშეც ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი.
ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალია ვაიძულოთ ჩვენი პოლიტიკური კლასი მთლიანად დარჩეს ამ პრინციპების ერთგული და არ დაუშვას საქართველოს ერთპარტიული, ოლიგარქიული მმართველობის მქონე კვაზი დემოკრატიულ ქვეყნად გადაქცევა.
ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალია ვაიძულოთ ჩვენი პოლიტიკური კლასი მთლიანად დარჩეს ამ პრინციპების ერთგული და არ დაუშვას საქართველოს ერთპარტიული, ოლიგარქიული მმართველობის მქონე კვაზი დემოკრატიულ ქვეყნად გადაქცევა
მხოლოდ თავისუფალ, ევროპული ტიპის დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ყოველ მხრივ განვითარდეს ის ნიჭი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ასე უხვად გვაქვს. ჩვენი ფეხბურთელების და სპორტსმენების წარმატებები ამის კარგი მაგალითია.
„ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ შეყვანას ნიშნავს – ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რას აძლევს ხმას

შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა