რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი თეირანში დააკავეს ირანში დაბრუნების შემდეგ

რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც უცხოეთში ცხოვრების შემდეგ ირანში დაბრუნდა, თეირანში დააკავეს, აცნობა რადიო თავისუფლებას წყარომ 15 ოქტომბერს.
ირანისა და -ის მოქალაქე რეზა ვალიზადე დაახლოებით სამი კვირის წინ დააკავეს, კერძოდ, სპარსულენოვან უცხოურ მედიასთან თანამშრომლობაში ბრალდებით.
ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ერთ-ერთმა ახლობელმა განუცხადა. ვალიზადეს დაკავების გარშემო ირანს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
მან 2022 წლის ნოემბერში დატოვა რადიო თავისუფლების ირანული სამსახური “რადიო ფარდა” და გარკვეული დროით საზღვარგარეთ დარჩა. წელს, 13 აგვისტოს X-ზე ვალიზადეს ანგარიშით გავრცელდა ცნობა, რომ ის 16 მარტს თეირანში გაემგზავრა. პოსტში ნათქვამია, რომ ის მოლაპარაკებების “ნახევარ გზაზეა” ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო განყოფილებასთან, მაგრამ მაინც დაბრუნდა ირანში საკუთარი პასუხისმგებლობით.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე არაერთი პირი დააკავეს ირანის უშიშროების ძალებმა და სხვადასხვა დანაშაულში წაუყენეს ბრალი. მათ ჩამოართვეს ან გაუყინეს ქონების დიდი ნაწილი. ზოგიერთ შემთხვევაში ირანში მყოფ ოჯახის წევრებზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა ეძულებინათ ეს ადამიანები ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – ცესკო სრულ ღიაობას აცხადებს, ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის მიზნით – პასუხი გაცემულია ყველა მანიპულაციასა თუ სპეკულაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ წლებში ცესკოსთან მიმართებით არსებობდა