U21. ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში – კენჭისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის 2:1 დამარცხების შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ცხრა ნაკრებმა (პლუს მასპინძელმა სლოვაკეთმა) და სამმა საუკეთესო მეორეადგილოსანმა გაინაღდა, დანარჩენი სამი ადგილისთვის კი პლეი-ოფები ჩატარდება.
წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები ხორვატია, ბელგია, ნორვეგია, ჩეხეთი და ფინეთია. პლეი-ოფი ორრაუნდიანია – მატჩები 11-19 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ