რუსეთმა შესაძლოა გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად კიდევ ერთი კანონი მიიღოს და აკრძალოს ე.წ “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა”.
ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისის რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
საკანონმდებლო ინიციატივა კრძალავს შვილის გაჩენის, როგორც ადამიანის არჩევანის საკითხზე საუბარს, უწოდებს მას რა “პროპაგანდას”, ინტერნეტში, მედიაში, კინოში და რეკლამაში.
ბიბისის მიხედვით დუმაში ეს ინიციატივა “ედინაია რასიას” დეპუტატებმა წარადგინეს და ეს ბოლო ორ წელიწადში ამ თემაზე მესამე ინიციატივაა, თუმცა ამჯერად მას წინასწარ დაუჭირეს მხარი როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში.
საკანონმდებლო ინიციატივა “უშვილობის პროპაგანდისთვის” ითვალისწინებს ჯარიმებს – კერძო პირები მაქსიმუმ 400 ათასი რუბლით, ორგანიზაციები კი 5 მილიონი რუბლით დაჯარიმდებიან.
