Boeing-მა, ბანკების ჯგუფთან 10 მილიარდი დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

Boeing Co.–მ ბანკების ჯგუფთან, 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის აღებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ BofA Securities, Citibank NA, Goldman Sachs Lending Partners LLC და JPMorgan Chase Bank NA არიან სასესხო ხელშეკრულების ორგანიზატორები.
ბაზრის მონაწილეები ელოდნენ, რომ ავიამშენებელი კომპანია კაპიტალის მოიზიდავდა აქციების შეთავაზებით მისი ბალანსის და საბრუნავი კაპიტალის მხარდასაჭერად, ასევე სავალო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის, თუმცა, მან გადაწყვიტა ბანკებისთვის მიემართა, აღნიშნავს Market Watch.
შეთანხმებამ უნდა შეამსუბუქოს ინვესტორების შეშფოთება კომპანიაში შესაძლო ლიკვიდურობის პრობლემებთან დაკავშირებით. სამშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში Boeing-ის აქციები 0.3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 42,8%-ით შემცირდა.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ