იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ლიბანში ვიზიტს გეგმავს

„ლიბანში ჩემი გამგზავრება უკვე დაგეგმილია, საგარეო საქმეთა მინისტრი ტაიანი კი მომავალ კვირას ისრაელსა და პალესტინას ეწვევა“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლისას ჯორჯია მელონის ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.