ირაკლი კობახიძე – ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს”, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას – მეტი საქმე არ აქვთ

ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს”, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული სიტყვების წაშლით თავადვე დაამტკიცეს ის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა.
„ბანერების დაზიანება ძალიან საინტერესო ფაქტია. ერთი რომ, მეტი საქმე არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და მეორე, ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს”, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, რასაც ვამტკიცებთ ამდენი ხნის განმავლობაში, ის თავადვე დაამტკიცეს, როცა წაშალეს წარწერა – „არა ომს”, რომელიც იყო გამოფენილი ჩვენს მიერ”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ინფორმაციით, “ერთიანობა ნაციონალური მოძროაბის” წევრებმა ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, პარტიის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაბნეულმა აგენტებმა, ზუსტად იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა, ღირებულებებისგან ხალხის დაცლისა და საზოგადოების მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გვმართებს – „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას – თუ ვინმემ იცის ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, იდენტობის შენარჩუნებისთვის და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც – ეს ხალხი ხართ თქვენ