გერმანიის ელჩი – ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება

ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.
ელჩი საუბრობს დღეს არსებული ვითარების რისკებზეც.
“საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების [შეხვედრაზე] ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. ასევე აღვნიშნე ამჟამინდელი ვითარების ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის: სავალუტო ბაზარი, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია”, – წერს ფიშერი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

კახა კალაძე – გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში