კოკოითი ივანიშვილს აქებს და გუდაურისა და თრუსოს ხეობაზე კვლავ პრეტენზიას აცხადებს

აგვისტოს ომის დროს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი ქართული ოცნების დამფუძნებლის ს განცხადებას ისევ ეხმაურება, მას აქებს და თრუსოსა და გუდაურის ხეობაზე ისევ პრეტენზიას აცხადებს.
კოკოითის მტკიცებით, “საქართველო მტერია”, რადგან ის “ძალის გამოუყენებლობის” დოკუმენტებს ხელს არ აწერს.
“გამიხარდა ივანიშვილის განცხადება რომ მოვისმინე. ვიფიქრე რომ დიახ, არსებობენ პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიტანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და დან.
დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს, არც „სამხრეთ ოსეთთან” და არც აფხაზეთთან. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მოდით ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობაზე. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, სერიოზულად დგას საკითხი ჩვენთან გუდოსა და თრუსოს ხეობებზე, რადგან ეს ტერიტორიები ჩვენია. საქართველოს წინა პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ მზად იყვნენ გამოეყოთ 10 მილიარდი ევრო და სოხუმი ახალ მონაკოდ ექციათ, მოდი თავიანთი საქართველო აქციონ მონაკოდ და ჩვენ რუსეთთან ერთად როგორმე გავერკვევით”, – განმარტავს კოკოითი.
ედუარდ კოკოითი მანამდეც გამოეხმაურა ივანიშვილის განცხადებას ოსების ბოდიშის შესახებ და თქვა, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს და მას ტერიტორიები დაუბრუნოს.