მამუკა ხაზარაძე: მე ვუხდი სომხებს ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი,  სამთავრობო პროპაგანდის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ არმენოფობიურ კამპანიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
,,ივანიშვილისა და მისი ხელქვეითების რუსული, “კაგებეშნიკური” პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ.
ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს ქართული ოცნების უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო. ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ამის შესახებ ღიად და თამამად ვიტყოდი. ვისაც ასეთი ამბები აწუხებს ან თავისი წარმომავლობა ეუხერხულება, ქსენოფობია.
გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდებისა და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში. ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღითა და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და КГБ 26 ოქტომბერს უნდა დამთავრდეს. აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს – ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებსა და ადეიშვილებს”. – წერს ხაზარაძე