“ვიცი ჩემი ნაკლი და სხვის კომპლიმენტებს არ ვითვალისწინებ…” – როგორია ცხოვრება 40 წლის შემდეგ ნინო ნადირაძისთვის – Marao
“ვიცი ჩემი ნაკლი და სხვის კომპლიმენტებს არ ვითვალისწინებ. მყავს დედა, რომელიც სარკეში ჩამახედებს და რეალობას დამანახვებს. კომპლიმენტის მოსმენა ყველას სიამოვნებს და უხარია, მაგრამ არ მჯერა. ყოველთვის ვაკონტროლებ კვების რეჟიმს, ახალგაზრდობაში 17 წელი ვმორიგეობდი და ეს ძალიან დამეტყო სახის კანზე… ვვარჯიშობ ყოველდღე. ვსარგებლობ გუგას ბოტოქსის ინიექციებით მიმიკური ნაოჭებისთვის. გელებს არ ვიყენებ. ვცდილობ, კარგი კრემები გამოვიყენო. თუ საჭირო გახდება, კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავ…” – ამბობს ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე გადაცემაში „პოსტალიონი”.
ნინო ნადირაძე, ცნობილი მეუღლისა და ოჯახიდან გამომდინარე, უკვე არაერთი წელია ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სამედიცინო საქმიანობის პარალელურად კი ის ერთ-ერთი თოქ-შოუს წამყვანიცაა ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. ნინოს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ ძალიან უყვარს თავის მოვლა და და ახალი სამოსის შეძენა. მის გარდერობში უამრავ ბრენდულ კაბას, პიჯაკს, ჩანთასა თუ ფეხსაცმელს ნახავთ:
· 300 წყვილზე მეტი ფეხსაცმელი და უზარმაზარი გარდერობი სახლის მესამე სართულზე – ნინო ნადირაძის გამორჩეული სტილი
“მიუხედავად იმისა, რომ ქალი-ბურჯი, ქალი-დედა და ქალი-ექიმი ვარ, ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ რომელიმე ქალს არ უყვარს მაღაზიებში წოწიალი. ფული მომეცი და ყველგან მოვნახავ კარგ რაღაცას. მთავარია, კარგად გამოიყურებოდე და 30-ლარიანის ყიდვისა და ჩაცმის პრობლემაც არ მაქვს” – ამბობდა წლების წინ ნინო ნადირაძე.
“კაცს თუ უყვარხარ, ძლიერიც უყვარხარ, სუსტიც, დაბანილიც და დაუბანელიც…” – ნინო ნადირაძე
Chanel. Dior, Hermès – ნინოს საყვარელი ბრენდებია. მას განსაკუთრებით უყვარს ფერადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, არ ერიდება ექსპერიმენტებს და ყოველთვის გემოვნებით იცვამს. გთავაზობთ ნინო ნადირაძის რამდენიმე გამორჩეულ “ლუქს”: