2025 წლიდან, დუბროვნიკის ცენტრში მანქანების შესვლაზე შეზღუდვები დაწესდება

2025 წლისთვის დუბროვნიკის ძველ ქალაქში მანქანების შესვლაზე შეზღუდვები დაწესდება. ეს ღონისძიება იქნება ოვერტურიზმთან ბრძოლის ნაწილი.
როგორც „ევროპულსი“ წერდა, ევროპაში ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი ტურისტი დუბროვნიკს (ხორვატია) ჰყავს, სადაც ერთ ადგილობრივზე 27 ტურისტი მოდის.
ტურისტულ ავტობუსებს დასჭირდებათ ძველ ქალაქში შესვლის წინასწარ დაჯავშნა, ხოლო უცხოური მანქანები საერთოდ ვერ შევლენ – სხვა ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს მოუწევთ მანქანების დატოვება ავტოსადგომზე და ატრაქციონებთან მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ამასთან ერთად, 9 ათასი საქალაქო ტაქსიდან ძველი ქალაქის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ 700 შეძლებს.
შეზღუდვები ადგილობრივ მცხოვრებლებზე არ ვრცელდება – ისინი ძველ ქალაქში შესვლას ჩვეულებრივად შეძლებენ.
„ევროპულსი“ წერდა, დუბროვნიკის ძველ ქალაქში ხმაურის შესამცირებლად, ბორბლებიანი ჩემოდნების გადაადგილება მოკირწყლულ ქუჩებზე უკვე აკრძალულია.
წყარო: „ევროპულსი“