ნიკა მელია: გვაქვს უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი, კო­ა­ლი­ცი­ას და სა­მე­გობ­როს, ყვე­ლას ვინც იც­ნობ­და ჩვენს ორ თა­ნა­მებ­რძოლს, ელე­ნეს და ანას

კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი 2 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, სამი ადა­მი­ა­ნი კი მძი­მედ და­შავ­და.

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს:

“გვაქვს უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი, კო­ა­ლი­ცი­ას და სა­მე­გობ­როს, ყვე­ლას ვინც იც­ნობ­და ჩვენს ორ თა­ნა­მებ­რძოლს, ელე­ნეს და ანას. გუ­შინ კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად დავ­კარ­გეთ ღი­მი­ლით, ხა­ლი­სი­თა და სი­ცო­ცხლით სავ­სე ელე­ნე, რო­მე­ლიც ცვლი­ლე­ბის­თვის, ამ ქვეყ­ნის უკე­თე­სო­ბის­თვის იბ­რძო­და და­უ­ღა­ლა­ვად. გვი­ჭირს და­ჯე­რე­ბა და გა­აზ­რე­ბა, რომ ანა ამ წუ­თებ­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის… ამ ჭირ­ში ახლა გა­მაგ­რე­ბა, ერ­თად და მყა­რად დგო­მა, გლო­ვა და თან ბრძო­ლა გვმარ­თებს, ურ­თუ­ლე­სია ეს ყვე­ლა­ფე­რი…” – წერს მე­ლია.

ცნო­ბის­თვის, და­შა­ვე­ბულ ანა ქარ­თლე­ლიშ­ვილს თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და – მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ღვიძ­ლი­სა და თა­ვის არე­ში ჰქონ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. წუ­ხელ ის თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მე­ო­რე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ობ­დნენ. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე – ეს განცხადებები დროებითია, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებთ – რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი