„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, კრწანისის რაიონის გამგებელ – ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ – ლევან ჯაფარიძესთან ერთად, კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩა N16-ში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების” ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.
„ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დავით კაჭარავამ მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.