ირაკლი კირცხალია – მიჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ ბატონი ბორელი “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ლობისტურ ჯგუფს შეუერთდა

როდესაც მიჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ ბატონი ბორელი ამ განცხადებით იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს, ამაში გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან ჟოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის შეურაცხყოფაა.
„ბორელის განცხადებას ყველაზე რბილადაც არ ვიცი რა უნდა ვუწოდო – ეს განცხადებები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი სტანდარტისაც აღარ არის. მითუმეტეს ვის გვადრიან? გვადრიან ქვეყანას, რომელიც თუ არ ვცდები, ისევ „დესეთეს“ წევრია და ქვეყანას, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ჩამორჩება საქართველოს. ამის შემდეგ როდესაც ასეთი ორგანოდან, მაღალი წარმომადგენლობის ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან
მიმართებაში, ეს მინიმუმ შეურაცხყოფაა ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის.
სამწუხაროდ, მიზანი ისევ ერთია – იმ ლობისტების ჯგუფს კიდევ ახალი სახელი და გვარები ემატება, რომლებიც ღიად არიან ჩართულები დესტრუქციული ოპოზიციის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობიზმში. ეს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ -დან. ამ ვიწრო ჯგუფებს და მათ მიერ ლობირებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, განსაკუთრებით ასეთი სამმაგი, ოთხმაგი და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ღირსეულ პასუხს გასცემს“, – განაცხადა კირცხალიამ.
ამავე თემაზე საუბრისას, კირცხალიამ განმარტა, რომ ბორელისგან ეს არის წინასაარჩევნო მშრალი განცხადება, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული.
„წინა საარჩევნოდ კეთდება განცხადება, რომელიც არის ყოვლად არაადეკვატური, რეალობასთან ყოვლად შეუსაბამო, ქვეყანასთან მიმართებით ყოვლად დესტრუქციული, სიცრუეზე დაფუძნებული, რასაც ხაზს უსვამს ყველა ის კვლევა და ანგარიში, რომელიც უსერიოზულესი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის მომზადებული. როდესაც გამოდიხარ და მოლდოვას დემოკრატიაში და ნებისმიერ მიმართულებაში ადარებ საქართველოს და ამბობ, რომ საქართველოში ბნელა და მოლდოვაში სინათლეა და დემოკრატიის შუქურაა, უბრალოდ როგორ შევაფასოთ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება. ამის შემდეგ, როდესაც მიჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ ბატონი ბორელი ამ განცხადებით იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს, ამაში გასაკვირი არაფერია, რასაც საზოგადოება ნათლად შეაფასებს.
იქნებ აგვიხსნას, რომელი კრიტერიუმებით და რა ფაქტებზე დაყრდნობით გვესაუბრება. ამას ახსნა არ აქვს – ეს არის წინასაარჩევნო მშრალი განცხადება, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული. ამის შემდეგ რატომ არ უნდა გამიჩნდეს ეჭვი, რომ ეს რაღაც დონით ლობიზმს და წინასაარჩევნო პერიოდში უხეშ ჩარევას ემსახურება”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.
ბორელის თქმით, საპარლამენტო საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე – ეს განცხადებები დროებითია, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებთ – რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი