პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 9 სრულად გათავისუფლდა პატიმრობიდან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან სრულად გათავისუფლდა .

ასევე დაგაინტერესებთ