რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან საქართველოს მიმართ მოდის ჩანს, რომ „ქართული ოცნება” ს მოკავშირე ხელისუფლებაა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და უნდა წავიდეს მმართველობიდან.
„ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან – ევროკავშირიდან, -დან, ცალკეული სახელმწიფოებიდან ისმის, შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მმართველობიდან. ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით. ფაქტობრივად, ქვეყანას დააკლდება ყველა ის შემოდინებები, რაც უცხოეთიდან შემოდიოდა – კრედიტები, გრანტები, დახმარებები ინვესტიციები. ქვეყანაში ჩამოიშლება ლარი, გაიზრდება ფასები და ქვეყანა დაიცლება. ეს არის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან და ამავე დროს, ეს არის თვალის ახელა ჯერ კიდევ იმ გაბრიყვებული ადამიანებისა, რომლებიც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს. ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომა. ს გაყალბებით და ძალაუფლების მითვისების შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” რაც მოჰყვება კარგად დაინახავს – ამას ხალხი არ აპატიებს”, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.
ბორელის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ