დღეს იმერეთში, სახალხო-რელიგიური დღესასწაული – მოწამეთობა აღინიშნება

დღეს იმერეთში, სახალხო-რელიგიური დღესასწაული – მოწამეთობა აღინიშნება.
მოწამეთობა (ოწრიფობა) იმართება ყოველწლიურად მოწამეთას მონასტერში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეს (VIII ს.) ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს. ტრადიცია XVIII საუკუნიდან არსებობს.
გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს.
ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი – ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ – სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს