უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, ს, ოდესის, პოლტავის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ოთხი რუსული დრონი გაუჩინარდა, ერთი დრონი კი ჰაერშია. საბრძოლო სამუშაოები გრძელდება!“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, შვიდი S-300/400 რაკეტა და ორი X-59 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
ს მიერ ნიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი – ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ – სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს