ნიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს
„ამჟამად ცნობილია 11 დაშავებულის შესახებ, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაცვლილია“, – აღნიშნა კიმმა.
მანამდე, ნიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების მოხდა, რის შემდეგაც საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბურჯანაძე – ჯოზეფ ბორელის განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო