ჩეხეთმა უკრაინასთან ქულები გაიყო და გალიდერდა

ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, და ჩეხეთი დაზავდნენ – 1:1.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, პირველ ტაიმში სტუმრები „პლზენის“ ნახევარმცველმა ლუკაშ ჩერვიმ დააწინაურა, საპასუხო გოლი კი შესვენების შემდეგ პენალტით „რომას“ თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა გაიტანა.
ჯგუფში 7 ქულით ლიდერია ჩეხეთია, საქართველო 6 ქულით მეორე ადგილზეა, ალბანეთი ამდენივე ქულით მესამეზეა, ხოლო მეოთხეზე 4 ქულით უკრაინაა.
შემდეგი ტური 16 ნოემბერს გაიმართება: საქართველო უკრაინას, ალბანეთი კი ჩეხეთს უმასპინძლებს.
უკრაინა – ჩეხეთი 1:1