– ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომში ჩაერთო

ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომში ჩაერთო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„შტაბის სხდომა გავმართე. მთავარ საკითხებს შორის შემოდგომასა და ზამთარში რუსების განზრახვების შესახებ სადაზვერვო სამსახურების მოხსენება იყო. ყველაფერი საკმაოდ დეტალურად იყო. ომში ჩრდილოეთ კორეის ფაქტობრივი ჩართვა. ასევე, რუსეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რომლებიც სამწუხაროდ, ომის გახანგრძლივებაში ინვესტიციას დებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ალიანსის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ იარაღის გადაცემას არ ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”