ბენიამინ ნეთანიაჰუ უფლებადამცველ ორგანიზაციებს – სად ჯანდაბაში ხართ?

სად ჯანდაბაში ხართ? – ასეთი კითხვით ს პრემიერ-მინისტრმა მ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მიმართა, “ჰამასის” მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მათი რეაქციის გამო.
“ძალადობის გულსატკენი ისტორიები მოვისმინე. მე, ისევე როგორც თქვენ, სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ მოვისმინე”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ გაუგონია, რომ ქალთა ჯგუფები ან ადამიანის უფლებათა ჯგუფები ამის შესახებ “ყვიროდნენ.”
“ჩუმად იყავით, ვინაიდან ებრაელი ქალები იყვნენ? ქალთა უფლებების ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს ვეუბნები, თქვენ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, საშინელი სისასტიკეების, სექსუალური დასახიჩრების შესახებ გაიგონეთ? სად ჯანდაბაში ხართ? ველი, რომ ყველა ცივილიზებული ლიდერები, მთავრობები, ერები ასეთი სისასტიკის წინააღმდეგ ილაპარაკებენ,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ