პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ ისრაელში ანტისარაკეტო სისტემას და ჯარებს გააგზავნის

შეერთებულმა შტატებმა კვირას განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებსა და ამერიკის მოწინავე ანტისარაკეტო სისტემას ისრაელში აგზავნის. ეს უკიდურესად უჩვეულო გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს ს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ირანის მიერ სარაკეტო თავდასხმების შემდეგ.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი გამიზნულია „ისრაელის დასაცავად“, რომელზეც თეირანმა 1 ოქტომბერს საჰაერო თავდასხმა განახორციელა და მის წინააღმდეგ 180-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დახურულ კარს მიღმა, შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს მოზომოს თავისი პასუხი, რათა თავიდან აიცილოს ომის გაფართოება ახლო აღმოსავლეთში.
პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა ეს განლაგება აღწერა, როგორც “უფრო ფართო კორექტივების ნაწილი, რომელიც ბოლო თვეებში -ის არმიამ განახორციელა”, რათა მხარი დაუჭიროს ისრაელს და დაიცვას ამერიკელი პერსონალი ირანის და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმებისგან. თუმცა, მიუხედავად ამ განმარტებისა, ეს მაინც რჩება საკმაოდ იშვიათ გამონაკლისად, როდესაც ამერიკა, წვრთნების გარდა სხვა მიზნით უშვებს თავის სამხედროებს ისრაელში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ კვირას განაცხადა, რომ „ისრაელში ამერიკის სარაკეტო სისტემების განლაგებით“, შეერთებული შტატები თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა გავიღეთ ჩვენს რეგიონში ყოვლისმომცველი ომის შესაჩერებლად, მე ნათლად ვამბობ, რომ ჩვენ არ გვაქვს წითელი ხაზები ჩვენი ხალხისა და ინტერესების დაცვაში“, – დაწერა არაქჩიმ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ