ირაკლი კირცხალია ხაზარაძეზე – იმ ადამიანის პოლიტიკური ძალის დაპირებებს, რომელიც მილიარდ ნახევარს, ბიუჯეტის მეოთხედს ედავება ქვეყანას, საზოგადოება ხისტ პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, მამუკა ხაზარაძის გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო დაპირებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება მოსახლეობას, პარალელურად, „ქვეყანას მილიარდ ნახევარს ედავებოდა, რომელიც მთლიანი ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს“.
როგორც კირცხალიამ განაცხადა, ხაზარაძემ საქართველოსთან დავა წააგო და თანხის გადახდაც დაეკისრა, მისი პოლიტიკური ძალის დაპირებებს კი საზოგადოება პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.
„ადამიანი, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება და რომელიც ამ დროს, მილიარდ ნახევარს, ბიუჯეტის მეოთხედს ედავება ქვეყანას, იქ აგებს და აქეთ ეკისრება კიდევ 650 ათასი დოლარი გადასახდელად, აი, ამ პოლიტიკურ ძალას და მის დაპირებებს, საზოგადოება ძალიან ხისტ პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ, რომლის განცხადებასაც “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო