ლაშა ბუღაძე: …მაგრამ რაც სიმართლეა, ის კი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო არაერთი ჩემი კოლეგის სახელით

“დღეს მოვუსმინე ივანიშვილის კულტურის მინისტრ წულუკიანის საწყალობელ ბოდვას იმ ვიღაც ნაყიდის გადაცემაში, სადაც ის “იმედის” ბოტების საკვებად იგონებს ენით აღუწერლად კრეტინულ ტყუილს ანონიმური ელჩისა და დაკუჭული ფურცლის შესახებ… ეს ქალი რომ ბოდვების გამოგონებაშიც უნიჭო აღმოჩნდა, ეს ალბათ უფრო ქოცთა წაგებისწინა მოწყენილობის ბრალია, მაგრამ რაც სიმართლეა, ის კი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო არაერთი ჩემი კოლეგის სახელით:
ჩემი ასზე მეტი კოლეგა ზნეობრივი და სამოქალაქო პრინციპის გამო ბოიკოტის რეჟიმშია მწერალთა სახლთან და უკვე დიდი ხანია თავისი ნებით ამბობს უარს ამ დაწესებულებასთან თანამშრომლობაზე, რადგან მწერალთა სახლი “ქართული ოცნების” დანაყოფი გახდა და მისმა ხელმძღვანელმა კი რუსულ კანონს მოაწერა ხელი.
სინამდვილეში, “მწერალთა სახლშიც” და კულტურის სამინისტროშიც ბედნიერები იქნებოდნენ, ბოიკოტში მყოფ რომელიმე ჩემ ცნობილ კოლეგას რომ უარეყო თავისი პრინციპული პოზიცია და თუნდაც ქართული წიგნების თარგმანების კუთხით, ისევ გაეგრძელებინა “მწერლის სახლთან” თანამშრლობა, რაც წლებით გამოცდილი პრაქტიკა იყო 2018 წლის ფრანკფურტში საქართველოს სტუმრობის კულმინაციით. მარტივად რომ ვთქვა, ისინი დიდი სიამოვნებით მიიწებებდნენ ვინმეს და არ ვაჭარბებ, ბევრს ბევრსაც ეხვეწნენ კიდეც, თუმცა პრინციპისთვის ცხადია არავის უღალატია (ყოველ შემთხვევაში, იმათ არა, ვინც თავიდანვე ეროვნულ პოზიციაზე იდგა), რადგან სასწორზე საქართველოს ბედი ძევს და არა რომელიმე ავტორის წიგნი ან საგამომცემლო პროექტი.
ამ მბოდავის ლექსიკა რომ გამოვიყენო, ყიდვა რომ არავისი გამოუვიდათ, ამიტომაც იგონებს ეს ქალი ამგვარ უნიჭო ტყუილებს, თორემ ნაყიდი ვინც ყავთ – ისინი ისედაც ცნობილია ყველასთვის… თუმცა ცნობილები უფრო კონფორმიზმით და არა მაინც და მაინც იმ ნიშნით, როცა სწორედ კულტურა აყალიბებს კრიტერიუმს და არა კულტურის პარტიული ორგანო.
ცხადია იგივე ითქმის ბოიკოტის რეჟიმში მყოფ კინოხელოვანებზე თუ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვა პრინციპულ ადამიანებზე.
კონფორმიზმის დამალვა თითქმის შეუძლებელია, ისევე როგორც ნონკონფორმისტებზე არავინ დაიჯერებს მარცხისთვის განწირული უნიჭო ჩინოვნიკის პროპაგანდისტულ ბოდვებს.
ეს ხალხი მგონი მართლა ვერ ხვდება, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების სახით ვისთან აქვთ საქმე…
ჰოდა კიდევ ერთხელ დაინახავენ 26 ოქტომბერს!” წერს სოციალურ ქსელში მწერალი .

ასევე დაგაინტერესებთ