„უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის გარეშე რუსეთის სამხედრო ინფორმაციის შეგროვებისთვის მოსკოვის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

„უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის გარეშე ს სამხედრო ინფორმაციის შეგროვებისთვის მოსკოვის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
48 წლის ლორენ ვინატიემ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი დანაშაულს აღიარებს და რუსეთის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა.
რუსი გამომძიებლების განცხადებით, ფრანგი პოლიტოლოგი და შვეიცარიული „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრის“ ექსპერტი, ლორენ ვინატიე „უცხოური აგენტების“ რუსულ რეესტრში შესატან დოკუმენტებს რუსეთის ხელისუფლებას წლების განმავლობაში არ აწვდიდა და ამავე დროს, რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.
შეგახსენებთ, ლორენ ვინატიე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ივნისში დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ