პეტერ ფიშერი: დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სავარაოდოდ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლიურმანს “კუბილიუსი კაბაში” უწოდა.
“დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”, – წერს გერმანიის ელჩი X-ზე.
***
თბილისის მერს, ს ჟურნალისტებმა გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის ანა ლიურმანის განცხადების შეფასება სთხოვეს, რაზეც კალაძემ ჯერ თქვა, რომ არ იცოდა, ვინ იყო გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი მას “კუბილიუსი კაბაში” უწოდა.
გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ანა ლიურმანმა ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს – რამდენს გვაქვს უფასო ფული? რომელ სოფელს დაახარჯეს 5 მილიონი? ვინ მუშაობთ აშენებული ქარხნებიდან რომელიმეში? ვინ ყიდულობთ ბენზინს განახევრებული ფასით? – ესენი უნდა დავტოვოთ გაღიმებულები!