ტრამპის საარჩევნო შეხვედრის სიახლოვეს მამაკაცი იარაღთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს

კალიფორნიაში, რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილის სიახლოვეს, შაბათს, უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტთან მამაკაცი დააკავეს. კვირას ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაკავებულს სხვადასხვა სახელზე გაცემული რამდენიმე პასპორტი, ყალბი სანომრე ნიშნების მქონე დაურეგისტრირებელი ავტომანქანა, ორი იარაღი და ვაზნების დიდი ტევადობის მჭიდები ჰქონდა.
ლას-ვეგასის მცხოვრები 49 წლის მამაკაცი, რომელიც შავი ე.წ. „ჯიპის“ ტიპის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რივერსაიდის საგრაფოს შერიფის თანაშემწეებმა გააჩერეს და ინციდენტის გარეშე დააკავეს.
ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრა კოაჩენა ველიში ტარდებოდა. ეს ადგილი ყოველწლიური მუსიკალური და სამხატვრო ფესტივალით არის ცნობილი.
შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ დაკავებულ ვემ მილერს ბრალი დატენილი ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების დიდი ტევადობის მჭიდების ქონაზე წარუდგინეს. ბრალდების შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
შერიფის ოფისის პრეს-რელიზში ნათქვამია: „ინციდენტს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ან ღონისძიებაზე დამსწრეთა უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოუხდენია.”
წინასწარი დაკავების ციხის ჩანაწერების თანახმად, შაბათს, მილერი 5 000 დოლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
ივლისში ტრამპი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, როდესაც პენსილვანიაში თავდამსხმელმა მისი მიმართულებით ისროლა და ყური დაუზიანდა.
სექტემბერში კიდევ ერთ პირს წარუდგინეს ბრალი მკვლელობის მცდელობაში, როდესაც საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ის ტრამპის გოლფის კლუბთან შაშხანით დამალული აღმოაჩინეს. მან თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს