გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა. ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახა.
შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ