დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი წვლილია ევროპის უსაფრთხოებისთვის – ანალენა ბერბოკი

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი წვლილია ევროპის უსაფრთხოებისთვის – ანალენა ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის, ში ს აგრესიული ომის გათვალისწინებით.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე ევროკავშირი ვერ დაუშვებს ნაცრისფერი ზონების არსებობას ევროპის ცენტრში.
“დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები სრულად მიეკუთვნებიან ევროკავშირს. ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები, ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია”, – განაცხადა ბერბოკმა.

ასევე დაგაინტერესებთ