გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელი – არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოს, რუსეთი ნატო-ზე თავდასხმას შეძლებს

გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ბრუნო კალი ს მხრიდან პოტენციურ სამხედრო საფრთხეზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი, არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოსთვის, ნატო-ს თავს დაესხმება.
„არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოსთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ მდგომარეობაში იქნება, რომ ნატო-ზე თავდასხმა განახორციელოს“, – განაცხადა ბრუნო კალმა გერმანიის ბუნდესტაგის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის მონიტორინგის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
მისი თქმით, კრემლი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.
„ჩვენ რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ვართ“, – აღნიშნა ბრუნო კალმა და მიუთითა ფაქტზე, რომ გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა იმ დახმარების რაოდენობით, რომელსაც ის ს უწევს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის თვალსაზრისით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის საუბარი არა მხოლოდ უკრაინას ეხება, არამედ „სინამდვილეში ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას“.

ასევე დაგაინტერესებთ